15 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
რა ეტაპზეა წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები - პროცესს დღეს თბილისის მერი გაეცნო
წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა ადგილზე შეამოწმა.
 
„ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის პროცესი მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. პარალელურად, გამზირის საპირისპირო მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ძველი სავალი ნაწილის მოხსნის სამუშაოები გრძელდება. გზის სავალი ნაწილის გადაკეტილ მხარეს, უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
 
წერეთლის გამზირი 2024 წლის იანვარში გაიხსნება.
დღის ამბები