15 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ქვეყანა შეაფერხოს, მაგრამ საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს - ჩვენმა ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა - კახა კალაძე

ალდეს რეზოლუცია, რომელიც "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციირებით, ბუქარესტში მიმდინარე ალდეს პარტიების საბჭოზე მიიღეს, კახა კალაძემ შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიცია თავისი შინაარსით ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ქვეყანა შეაფერხონ.

კალაძის განცხადებით, საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს, რადგანაც მისივე თქმით, ამისათვის დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა:

"იგივე იყო ვიზალიბერალიზაციის დროს, იგივე იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა სანამ მოხდებოდა. ეს ადამიანები თავისი შინაარსით ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანა შეაფერხონ, პრობლემები შეუქმნან, როგორმე სიახლეები და კარგი პროექტები არ განხორციელდეს, ყველაფრის მკადრებლები არიან. საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს. ყველაფერი გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და დღეს არანაირი არგუმენტი არ რჩება იმისა, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ალდე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას სასწრაფოდ განახორციელონ რეფორმები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გადაყვანის პროცედურა, გააუქმონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული რეზოლუცია, ალდეს პარტიების საბჭოს სხდომაზე სერგო ჩიხლაძემ წარადგინა.

დღის ამბები