15 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
შეჯიბრი მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის, ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია ქვეყნისთვის, დამთავრდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით - გიორგი ვოლსკი

შეჯიბრი მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის, ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია ქვეყნისთვის, დამთავრდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით, - ამის შესახებ რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, "ნაცმოძრაობისთვის" ნიკა მელია თავისი გუნდით უკვე დაკარგულია.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ნიკა მელიას თვალი აეხილა. ზოგადად, კარგადაა ცნობილი, რომ სწორედაც იმართება ასე და იმართებოდა ყოველთვის, სანამ დავით კეზერაშვილი გამოჩნდებოდა, იმართებოდა შავი ფულით.

"ნაცმოძრაობისთვის" ნიკა მელია თავისი გუნდით უკვე დაკარგულია. შეჯიბრი მასა და ლევან ხაბეიშვილს შორის, ვინ უფრო დამანგრეველი ძალის მატარებელია ქვეყნისთვის, დამთავრდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. მას ინტელექტი აკლია და ამ ნაკლოვანების შესავსებად ჯერ გიორგი ვაშაძე მოავლინეს, რომელიც არ გამოდგა და ამ შემთხვევაში მსჯელობენ, იქნებ როგორმე ნიკა გვარამია დაახმარონ ამ ინტელექტით ჩამორჩენილ გუნდს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

დღის ამბები