"საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად და ამ პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასაც აქტიურად ვაგრძელებთ.
გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში. გაეცნონ საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს", - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.