15 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი, რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი - არჩილ თალაკვაძე

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, USAID-ისა და სოროსის ფონდის მიერ კანონდამრღვევთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოქალაქეებმა იხილეს, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, გმირებად მათ წარმოსაჩენად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს. 

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით თვეების წინ, რომ პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, თუ რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, მათ წარმოსაჩენად გმირებად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს, ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს. ეს კამპანია არ შეწყვეტილა, გრძელდება. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ყველა ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც გულწრფელი პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის. ამიტომ, საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით, თანამშრომლობასთან ერთად, ანგარიშვალდებულებასაც და მოველით, რომ რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იგივე პრინციპებს სცეს პატივი ყველა მხარემ. ეს არის საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები