15 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონით შეზღუდულია, პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი - ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საუბარია საქმეზე, რომელიც ეხება შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების საქმეს. ირაკლი შოთაძემ დღესვე კანონმდებლობა განმარტა, რა შემთხვევაში ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება პრეზიდენტის მიმართ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მიეცემა, პირველ რიგში, საკითხი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ხოლო მისი დადგენის შემთხვევაში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება უნდა მოხერხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას იმუნიტეტი იცავს.

შოთაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საკითხი განიხილა და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისად, ეს საკითხი პროკურატურის კომპეტენციაში არ შედის.

"გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ცნობილ გარემოებების ფაქტებზე დაყრდნობით. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონით შეზღუდულია, პრეზიდენტზე ვრცელდება იმუნიტეტი. მის მიმართ შესაძლებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განხორციელება მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მისი მხრიდან ან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე და დაადგინა კონსტიტუციის დაიბრდღვენს ფაქტი, შესაბამისად, როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი ორი შესაძლებლობა არსებობს ან უნდა იყოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, ან სისხლის სამართლის დარღვევის ფაქტი, ამ შემთხვევაში საუბარი არის კონსტიტუციის დარღვევაზე და კონსტიტუციის დარღვევა არ არის პროკურატურის კომპეტენცია, ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დღის ამბები