15 ნოემბერი 2024,   20:57
ვრცლად
"ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილი" - მამუკა მდინარაძე "ინდიგოსა" და ებერტის ფონდის მიერ დაგეგმილ დისკუსიაზე

"ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილი," - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დისკუსიას, რომლის თემაცაა "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში". მისივე განცხადებით, განსხვავებით 2003 წლისგან, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ამ გეგმის განხორციელებაში საზოგადოება მონაწილეობას არ მიიღებს.

"ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილი, თუმცა ქართული სახელმწიფო თავის ადგილას დგას. ეს არ არის, მაგალითად, 2003 წლის საქართველო, სადაც სახელმწიფო და ინსტიტუტები მოშლილი იყო, დღეს ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ამ ქვეყანაში არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ რევოლუციური და სხვა მხრიდან თავსმოხვეული გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუწყობენ, პირიქით - ხელს შეუშლიან. ჩვენი ასეთი თამამი განცხადებების სიმყარე რაში მდგომარეობს, იცით?! ხალხის მხარდაჭერაში, ხალხია მთავარი დამკვეთი და არავის დავალებებს არ ვიღებთ, გარდა ქართული საზოგადოებისა და საკუთარი სახელმწიფოსი,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია დისკუსია, რომლის თემაცაა "პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში". დისკუსიის ორგანიზატორი "ინდიგო" და ფრიდირიხ ებერტის ფონდია.

ამავე თემაზე
დღის ამბები