15 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"მთავარი მონა არის აგენტი და ეს ადამიანები არიან აგენტები" - ირაკლი კობახიძე "დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლებას" საერთო პლატფორმის შესახებ

"მთავარი მონა არის აგენტი და ეს ადამიანები არიან აგენტები,"- ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" საერთო პლატფორმაზე ინფორმაციის განახლებას, სადაც ისინი ათავსებენ პერსონებს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მიიჩნევენ.

მისივე თქმით, მათ პლატფორმას არავითარი ფასი არ აქვს.

"მთავარი მონა არის აგენტი და ეს ადამიანები არიან აგენტები, ჩვეულებრივი აგენტები. შესაბამისად, მათ საიტს არავითარი ფასი არ აქვს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "დროამ" და "გირჩი - მეტი თავისუფლებამ" საკუთარ პლატფორმაზე ინფორმაცია განაახლეს. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ამ პლატფორმაზე ათავსებენ პერსონებს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მიიჩნევენ. დღეს განახლებულ მონაცემებში მათ შეიყვანეს მოსამართლეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტები და დეპუტატები, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები.

დღის ამბები