"სამწუხაროდ, კიდევ 13-მა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ რუსულ რეჟიმს ემსახუროს" - "დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პლატფორმაზე ინფორმაცია განახლდა. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე ამ პლატფორმაზე ათავსებენ პერსონებს, ვისაც რუსეთის ჯაშუშებად მიიჩნევენ.
დღეს განახლებულ მონაცემებში მათ შეიყვანეს მოსამართლეები, სამართალდამცველები, ჟურნალისტებიც კი, და დეპუტატები, მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები.
"ბორდთან შეთანხმებით, გამოვავლინეთ 13 ადამიანი. სამწუხაროდ, კიდევ 13-მა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ რუსულ რეჟიმს ემსახუროს და დაარღვიოს კანონი. აქ არაფერია, გარდა ფაქტებისა. ეს ფაქტებია, უბრალოდ სიმართლე, რადგან აკეთებს, ვამბობთ, რომ ეს გააკეთა,"- აცხადებს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.
"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მათი ბრძოლის ერთადერთი გზა სიმართლის სააშკარაოზე გამოტანაა.
"ვერცერთი ვერ დაგვემალებით, ყველას სახელსა და გვარს გამოვიტანთ საჯაროდ და ყველას სახელებსა და სურათებსაც შევუნახავთ მომავალ თაობას. ჩვენი ბრძოლის ერთადერთი გზა არის, რომ ყველაფერი გამოვიტანოთ დღის სინათლეზე, ჩვენი სიმართლის ლაპარაკი საჯაროდ არის ჩვენი ბრძოლის გზა,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.