15 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რადიკალურ ოპოზიციაში აგონიაა - ქვეყანას ვერ არყევენ და, საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიცია აგონიაშია.

"აგონიაა, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია - ჯგუფები, რომელთაც ქვეყნის შერყევა სურთ, ქვეყანას ვერ არყევენ და, საბოლოო ჯამში, თავად ირყევიან," - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ანტიპატრიოტული ქცევის შედეგი.

"ოპოზიციაში ყალიბდება ანტიქართული კოალიცია, რომელიც შეიძლება ერთი ან სხვადასხვა ჯგუფით იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის პრინციპი, რაზეც ეს გაერთიანებები იქმნება - ეს არის ანტიქართული კოალიცია, რომლის მიზანია არა ქართველი ხალხის მსახურება, არამედ რაღაც გარედან მოხვეული დღის წესრიგის განხორციელება," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები