15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ენმ-ის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლები სიმაღლის მიხედვით დამწკრივდნენ და კეზერაშვილთან ჩავიდნენ მისი აზრების მოსასმენად - დიმიტრი ბიძინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და ნიკა მელიას მხარდამჭერის, დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, პარტიაში არაფორმალური მმართველობა გრძელდება და თუ ენმ კეზერაშვილისა და მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას არ გაემიჯნება, "ნიკა მელიას ფრთა", პარტიას დატოვებს.

"ჩვენ არ დაგვიმალავს, რომ, თუ არაფორმალური გაგრძელდებოდა პარტიაში, ჩვენ ამ პარტიას აუცილებლად დავტოვებდით. ჩვენ მივეცით მათ შანსი, რომ ეს არაფორმალური მმართველობა დასრულებულიყო, თუმცა მათ ამაზე პასუხი გაგცეს იმით, ახალი მენეჯმენტის წარმომადგენლები სიმაღლის მიხედვით დამწკრივდნენ და ჩავიდნენ კეზერაშვილთან იმის მოსასმენად, თუ რას ფიქრობს ის.

მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს - არ ვაპირებ, არაფორმალურ მმართველს არაფორმალური მმართველების ქვეშ ვებრძოლო," - აღნიშნა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

დღის ამბები