20 აგვისტო 2026,   14:58
ვრცლად
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა - რვა დაკავებულიდან სამმა მკვლელობა აღიარა

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, დაკავებული მაღალჩინოსნების და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების სასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც პროკურორმა განაცხადა, რვა დაკავებულიდან სამმა მკვლელობა აღიარა და დანაშაულის შემკვეთად აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ პატარიძე დაასახელა.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობა გადაწყდება და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულებმა ჩვენება შეცვალეს და არ არის გამორიცხული, ირიბად, ისინი ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე მიანიშნებდნენ.

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე 8 ადამიანი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ საქმეზე 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

დღის ამბები