გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ესეც არის პასუხი იმ დიდხნიანი დეზინფორმაციული, ნეგატიური, ანტიქართული კამპანიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, გამოწვევებია კანონის უზენაესობის სფეროში და ა.შ.
„ეს კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენი ქვეყანა არის მართლაც მოწინავე ყველა პარამეტრით. მახარებს ის აღიარება, რომელიც ჩვენ მიერ არ არის გაკეთებული, ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა შევინარჩუნოთ, კეთილდღეობა, მეტი ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს. საბოლოო ჯამში, ქვეყანამ უნდა იზეიმოს მორიგი წარმატება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.