15 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
2011 წელს რომ დაასრულეს უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება და კეთილმოწყობა, ამის მერე დაიწყო ეტაპობრივად ამ მცირე მასშტაბის სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება - გიორგი საბედაშვილი სოფელ ფიჩორზე

2011 წელს რომ დაასრულეს უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება და კეთილმოწყობა, ამის მერე დაიწყო ეტაპობრივად ამ მცირე მასშტაბის სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება, რომელიც დღეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმს და აქ აშენებენ რაღაც დიდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება,- ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა "ღამის კურიერის" კითხვას სოფელ ფიჩორთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკანონო აქტივობები ამ ტერიტორიებზე გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს და ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არც მალავს.

"უკანონო აქტივობები, მათ შორის, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ოკუპირებული ტერიტორიების როგორც აფხაზეთის, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მიმდინარეობს და აქ დასამალი არაფერია. ჩვენ ამას არც ვმალავთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში, გარკვეული პერიოდულობით აწყობენ უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ამის დამალვას არც არავინ ცდილობს, ან აქ დასამალი რა არის, ამდენი ბაზები აქვთ აშენებული და მიწათხრილის დამალვას რა აზრი აქვს?! ეს ყველაფერი 2011 წელს რომ დაასრულეს, უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება და კეთილმოწყობა, ამის მერე დაიწყო ეტაპობრივად ამ მცირე მასშტაბის სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება, რომელიც დღეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმს და აქ აშენებენ რაღაც დიდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება,"- აცხადებს გიორგი საბედაშვილი.

დღის ამბები