15 ნოემბერი 2024,   20:05
ვრცლად
წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე - პრემიერი

სტრატეგიულმა შეთანხმებამ, რომელიც გაფორმდა 2022 წლის დეკემბერში, ბუქარესტში და მას ხელი მოაწერეს ლიდერებმა, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან, მყარი საფუძველი შექმნა ენერგეტიკული პარტნიორობისთვის და მსოფლიო ბანკი უკვე მიიჩნევს, რომ ეს არის უკვე ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2024 წელს იქნება პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც და ასევე, წყალქვეშა ელექტროკაბელის პარალელურად კიდევ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი პირდაპირ დააკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას სამხრეთ კავკასიასთან და საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ წვდომა უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტ კავშირზე.

"გარდა ამისა, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლა გააქტიურდება, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუმინეთთან და ბულგარეთთან და გააძლიერებს, საერთაშორისო ტრანსპორტირებას, განსაკუთრებით შუა დერეფნის გასწვრივ. ასევე, სატრანსპორტო მარშრუტების გაციფრულება შავ ზღვაში, ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამ დერეფნის განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები