"თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი" გრძელდება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გახსნა. პირველ სესიაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმაც.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", შესაძლებლობას იძლევა, ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი და დაუახლოვდნენ ეროვნულ დონეზე.
"აბრეშუმის გზის ფარგლებში მოიაზრება რამდენიმე გზა-გზა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა შორის, ქვეყნებს შორის, კულტურებს შორის ახლო ურთიერთობებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი და დაუახლოვდნენ ეროვნულ დონეზე. თავისთავად გზა აკავშირებს არამხოლოდ ქვეყნებს ქალაქებს, ის ასევე აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. თავისთავად ხელმოწერა ამ ჩარჩოზე ხელშემწყობია ჩვენი ურთიერთობების განვითარების, ჩვენი საკუთარი მაგალითიდან ძალიან კარგად ვიცით, როცა ორ ჩვენ მეგობართან ღიაა კავშირებია და თავისთავად ეს მიმანიშნებელია რომ ჩვენი ურთიერთობა არის მეგობრული ხასიათის. გზები ჩვენ ორ მეზობელთან დაკეტილია და ცხადად აჩვენებს დღეს არსებულ სირთულეებს, მაგრამ აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო, მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან ძნელი. აგრეთვე, ცხადია, რომ ჩვენ რეგიონს, ამიერკავკასიას ჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა.
ჩვენმა მთავრობამ მშვიდობის პროექტი - გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მიზანია განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტრო გადამცემი ხაზების მოდერნიზაციით და შენებით. რამდენიმე გზა რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუაზღვების დაკავშირებისთვის, იგივე ლაიტმოტივით თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება გახდეს ეფექტური გზა საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირებისთვის. ეს თავისთავად სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის თქმით, რამდენი წელია, ეს ფორუმი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა იმისთვის, რომ განხილული იქნას რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები.
"მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეს და ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის მიმართ. ყოველწლიურად თბილისი უფრო და უფრო მიმზიდველი ქალაქი ხდება, რადგანაც ის ვითარდება და დადებით ცვლილებებს აჩვენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვიხარია, ამ ყველაფრის დანახვა, ამავდროულად, მე მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მადლობა, რომ მომიწვიეთ და მონაწილეობა მიმეღო "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში".
რამდენი წელია, ეს ფორუმი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა გახდა იმისთვის, რომ განხილული იქნას რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის დღის წესრიგები და საკითხები. ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო დიდი აბრეშუმი გზის მარშრუტზე მდებარეობს და აკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში და ასევე კულტურული ურთიერთმიმოცვლის გაძლიერებაში ევროპასა და აზიას შორის, ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და რა თქმა უნდა აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას. ნამდვილად სასიხარულოა იმის დანახვა, რომ საქართველოც დიდ საქმეს აკეთებს ამ სფეროში. ამის მაგალითია რკინიგზის მოდერნიზება, ასევე პორტების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობს ერთობლივი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. გასული წლის ივლისში, აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამავდროულად, ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან", - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის დრიტან აბაზოვიჩის განცხადებით, ფორუმი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ამ რეგიონის მომავლისთვის, ისე ევროპისთვის და აზიისთვის.
"მივულოცავ საქართველოს მთავრობას და ჩვენს მეგობარს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს ამ შესანიშნავი ფორუმს ორგანიზებას და მადლობას ვუხდი გულთბილი სტუმართმოყვარეობისთვის. მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ბევრი ასპექტით ძალიან ჰგავს საქართველოს. ჩვენც ვცდილობთ ხიდის როლი ვითამაშოთ და საქართველოს მსგავსად ქვეყნები და ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ჩვენ წარსულ ვერ შევცვლით, ერთადერთი რაც შეგვიძლია შევცვალოთ ეს არის მომავალი. უფრო მეტად დავაკავშიროთ მშვიდობა და სტაბილურობა. უფრო მეტი პროექტი და ინფრასტრუქტურა აშენდეს. განსაკუთრებით მივულოცავ ბატონო ირაკლის, რადგან მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგებს, ორ ქვეყანას - სომხეთს და აზერბაიჯანს. რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ამ რეგიონის მომავლისთვის, ისე ევროპისთვის და აზიისთვის. საქართველოს ვუყურებთ ჩვენ როგორც კარგ მაგალითს. ვხედავთ რას აკეთებს საქართველო ტურიზმის მიმართულებით, ძალიან კარგი შედეგებია და კარგი მარკეტინგი ხორციელდება. და აი სწორედ ასე შეგვიძლია პრობლემების გადაჭრა - ერთად უნდა დავსხდეთ", - განაცხადა დრიტან აბაზოვიჩმა.