15 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში გვერდის ავლას, მისიები იყო ჩამოსული, მათ დაადასტურეს, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის - ირაკლი კობახიძე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყანა არ უშვებს სანქციების გვერდის ავლას და ეს პარტნიორებმაც დაადასტურეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს. ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა.

"იცით, რომ ქვეყანას აქვს ყველა მიმართულებით ძალიან მყარი პოზიცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში გვერდის ავლას, რასთან დაკავშირებითაც მისიები იყო საქართველოში ჩამოსული, მათ დაადასტურეს, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. ყველა მიმართულებით ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მათ შორის იგივე ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ გამოხატულ იქნა ჩვენი პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა და მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პროტესტსა და წინააღმდეგობას ყველა დონეზე აფიქსირებს. ერთადერთი, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, მდინარაძის თქმით, ომის დაწყებაა.

"ისმევა ბევრი კითხვა, ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით, იქ რომ რაღაც მოძრაობები არის, რომელიც სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს ომის და სავალალო შედეგების დაფიქსირების შემდეგ დაიწყო. 2009-2011 წლებში გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობაც მიდიოდა როგორც ოჩამჩირეში, ასევე სხვა ადგილებში ჩვენი ქვეყნის, ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ეს მავნე შედეგი მოჰყვა იმას, რომ სამწუხაროდ ოკუპაციამ, ოკუპანტმა ქვეყანამ მოახერხა, რომ რუსეთმა ამ ქვეყნის ცალკეული ნაწილის და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის. შესაბამისად, ეს თანმდევი ძალიან სავალალო შედეგებია და არსებობს უამრავი ფორმატი გაეროს ფარგლებში და სხვა ფორმატები, სადაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა დონეზე ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტსა და წინააღმდეგობას. ერთადერთი, რასაც არ ვაკეთებთ ეს არის, რომ არ ვიწყებთ ომს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები