აბრეშუმის გზის ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რეგიონში საქართველოს როლი იზრდება, - აცხადებენ ფორუმის მონაწილეები. ფორუმი პანელური დისკუსიებით გრძელდება.
ენერგეტიკის და ტრანსპორტის გარდა, იმსჯელებენ ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ციფრული ინოვაციების საკითხებზე - გაფორმდება პარტნიორული მემორანდუმები.
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, რობერტა კასალის განცხადებით, საქართველოს არაჩვეულებრივი გეოპოლიტიკური მდებარეობა და პოზიცია აქვს იმისთვის, რომ იყოს დიდი პარტნიორი.
"ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საქმიანი დღე იქნება. თავიდანვე ვიყავით ამ ფორუმის სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი, შესაბამისად მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ დისკუსიაში. ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან ეს აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე ფოკუსირებულია იმაზე თუ ეს შესანიშნავი ქვეყანა როგორ განვითარდეს იმ სხვა სახელმწიფოებთან ერთად რომლებიც კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში მდებარეობს. ფორუმი მნიშვნელოვანია იმითაც თუ როგორ გავაძლიეროთ ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, წავახალისოთ ვაჭრობა და სხვა ასპექტები. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა დისკუსიებისთვის და გზა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გაზარდოს ერთი-ერთზე კონტაქტები მონაწილეებს შორის. საქართველოს ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, საქართველოს არაჩვეულებრივი გეოპოლიტიკური მდებარეობა და პოზიცია აქვს იმისთვის, რომ იყოს დიდი პარტნიორი", - განაცხადა რობერტა კასალიმ.
ევროპის საინვესტიციო ბანკი გლობალური დირექტორის, ლიონელ რაპაის განცხადებით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს ძალიან ბევრ პროექტს, რაც ეხება ტრანსპორტის დაკავშირებადობას.
"ეს ფორუმი არის პარტნიორობასა და დაკავშირებადობაზე. საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს ძალიან ბევრ პროექტს, რაც ეხება ტრანსპორტის დაკავშირებადობას, სუფთა ენერგიას, ზოგადად განახლებად ენერგიებს. ჩვენ მოვახდინეთ ორი მილიარდი ევროს უზრუნველყოფას ევროკავშირის დახმარებით, რაც მხარს უჭერს ჩამოთვლილ პროექტებს. მოუთმენლად ველი დისკუსიებს სადაც დავინახავთ თუ კიდევ რით შეგვიძლია გავაღრმაოთ ეს რეგიონული თანამშრომლობა. ძირითადად აქ არსებული გამოწვევები ეხება დაკავშირებადობის მენეჯმენტს, საუბარია კომპლექსურ პროექტებს, რისთვისაც გვჭირდება ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერა", - განაცხადა ლიონელ რაპაიმ.