ქუთაისსა და ვანში "ქართული ოცნების" პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. ქუთაისში მმართველი პარტიის ორგანიზაციას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე, ვანში კი საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.
დღესვე კონფერენცია ბაღდათში გაიმართება. მესამე დღეა მმართველი პარტია იმერეთის ორგანიზაციის წევრებს ხვდება.