15 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში" - ირაკლი ღარიბაშვილი

"სასიამოვნოა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მასპინძლობა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში" - წერს twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 წელს აქცენტს გააკეთებს გლობალური და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე და უფრო მედეგი მომავლის შესაძლებლობების გამოვლენაზე. 

თბილისში დღეს აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი ტარდება. ღონისძიება ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პირველ სესიაში მონაწილეობა მიიღეს სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებმაც. ფორუმს 60 ქვეყნიდან 2 ათასი დელეგატი ესწრება. 
დღის ამბები