15 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს - შალვა პაპუაშვილი

"სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია "ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური" პარტიის დღის წესრიგი რადიკალიზმია.

"მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისგან და საკუთარი ამომრჩევლისგან. სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია "ნაციონალური მოძრაობისგან" აქვს. ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის - ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები