საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს, მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პრემიერ-ინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი. ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი არაფორმალურ გარემოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიიღო.
სამხრეთ კავკასიის სამი პრემიერის არაფორმალური საუბარი "შატო მუხრანში" შედგა.