იურისტ სულხან სალაძის განცხადებით, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს ოპოზიციის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში სალაძემ, ოპოზიციის წევრებს მოუწოდა დაასახელონ ის კონკრეტული პირები ან ოპოზიციური პარტიის წევრები, ვინც კანდიდატის სტატუსის მიღებას უშლის ხელს.
ამასთან, სულხან სალაძე იმის რესურსს ვერ ხედავს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემთხვევაშიც ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს.
"თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ეს კიდევ უფრო გაართულებს ოპოზიციის მდგომარეობას და პლუს, ამას ემატება ის, რომ მმართველი პარტია, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში უკეთესი არ გახდება. კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არ მივიღებთ, ეს ოპოზიციისთვის სტატუსკვოს უკეთესობისკენ არ ცვლის. თუ არ მივიღეთ, მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ოპოზიცია შეძლებს იმგვარი მობილიზება მოახდინოს საზოგადოების, რომ 2024 წლის არჩევნები არსებითად მოიგოს. თუ ვამბობთ, რომ ოპოზიციაში რაღაც ნაწილი ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილება იყოს არა ახლა, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინ უნდა ვთქვათ ვინ არიან ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ან კონკრეტული პოლიტიკოსები. ნახევრად სიმართლის თქმა, სიმართლის თქმა არ არის - თუ ვამბობთ, მაშინ უნდა ვთქვათ ბოლომდე", - განაცხადა სულხან სალაძემ.