15 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ახლა ახსნან, როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე კანონპროექტი უცხოეთში არის სასარგებლო და საქართველოს ფარგლებს რომ გადმოკვეთს, უსარგებლო - გურამ მაჭარაშვილი არახამიას ინიციატივის შესახებ

დავით არახამიას მიერ დაანონსებულ კანონპროექტს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა თავიანთი დონორების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ, გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში მსგავსი კანონპროექტის ავტორებისგან.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ კანონპროექტი კარგია უკრაინისთვის, რატომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსგავსი შინაარსის კანონპროექტი ცუდია საქართველოს დემოკრატიისთვის. 

"მე იმედი მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია, ასევე ევროპარლამენტარები, საქართველოს პრეზიდენტი დამწკრივდებიან ახლა და არ დაუშვებენ იმას, რომ უკრაინაში დემოკრატიას გაუთენდეს შავი დღე ამ რუსული კანონის მიღებით, რომელიც დააინიცირა დავით არახამიამ. ახლა გვაინტერესებს, როგორი კანონპროექტი შევიტანეთ ჩვენ, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იღებენ ჩვენს მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, და საქართველოში ამას უწოდეს რუსული კანონპროექტი, რომელიც თურმე დემოკრატიას შავ დღეს უთენებს საქართველოში და უცხოეთში თეთრად თენდება, მათ შორის უკრაინაში. ახლა ახსნან, როგორ ხდება რომ ერთი და იგივე კანონპროექტი უცხოეთში ხალხისთვის არის სასარგებლო და საქართველოს ფარგლებს რომ გადმოკვეთავს ხდება უსარგებლო," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები