15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
უპრიანი იქნება თუ "ქართული ოცნება" ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების ნაცვლად, დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს - ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ "ქართული ოცნება" ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების ნაცვლად, დაკისრებულ ვალდებულებებს შეასრულებს, რომლის საფუძველზეც საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

ნაცვლიშვილი მმართველ პარტიას ურჩევს, საბოტაჟის ნაცვლად, დარჩენილი დრო ეფექტიანად გამოიყენოს.

"უპრიანი იქნება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჭიქაში ქარიშხლის დატრიალების ნაცვლად და მტრის ხატის ძიების ნაცვლად, გააკეთოს ის საქმე, რის საფუძველზეც ჩვენ გარანტირებული გვექნება სტატუსი. "ქართულ ოცნებას" ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რადგან მათ ხვდათ შესაძლებლობა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი და ნაცვლად ნაცვლად საბოტაჟსა, რომელსაც მრავალი თვეა ეწევიან, ურჩევნიათ დარჩენილი დრო გამოიყენონ ეფექტიანად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, საჯარო გარჩევები უნდა შეწყდეს, რადგან ორ კვირაში, სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული განხილვა იქნება.

"არაერთგვაროვანი გზავნილები არსებობს. კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ერთიანი, მძლავრი გზავნილი, რომ კანდიდატის სტატუსი აძლიერებს ქვეყანას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ სტატუსს მივიღებთ. რაც შეეხება სხვა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მე ამაზე ნამდვილად არ ვუპასუხებ. საჯარო გარჩევები უნდა შეწყდეს, რადგან ორ კვირაში არის ძალიან სერიოზული განხილვა და რეკომენდაციები იწერება ახლა, რომელსაც შეაჯამებენ 8-ში", - განაცხადა დეკანოიძემ.

დღის ამბები