15 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
თუ რაღაც რუსული კანონის მსგავსს აკეთებენ, ეს მისასალმებელი არც საქართველოში უნდა იყოს და არც სადმე სხვაგან - მიხეილ დაუშვილი არახამიას დაანონსებულ კანონპროექტზე

დავით არახამიას მიერ დაანონსებულ კანონპროექტს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა თავიანთი დონორების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ, გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ოპოზიციაში.

ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ უკრაინა საქართველოსგან განსხვავებით სხვა რეალობაშია. 

"უკრაინაში არის აბსოლუტურად სხვა გამოწვევა, გამოწვევა არის კორუფცია, გამოწვევა არის რუსების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და იმ რეალობაში შეიძლება რაღაც ხდება, მაგრამ პარალელების გავლება იმასთან, რომ რუსული კანონი რომელიც საქართველოში შემოიტანეს ის დააინიცირა არახამიამ, არის მავნებლობა," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ თუ რუსული კანონის მსგავს აკეთებენ, ეს მისასალმებელი არც საქართველოში უნდა იყოს და არც სადმე სხვაგან. 

"თუ რაღაც რუსული კანონის მსგავსს აკეთებენ, ეს მისასალმებელი არც საქართველოში უნდა იყოს და არც სადმე სხვაგან. მაგრამ, თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ინფორმაციის ასახვა უნდა მოხდეს, ინფორმაციის ასახვა საქართველოშიც ხდება, მე რა ინფორმაციაც მაქვს. ჩვენთანაც ეს ვალდებულება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ თავიანთი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დაუდეკლარირონ სახელმწიფოს," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები