სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელოვანები, გვანცა ჯობავა და თინა ლაღიძე გამოიკითხნენ, რომლებიც კანვასის ტრენინგებს ესწრებოდნენ.
საქმეზე გამოძიება 2 მუხლით არის დაწყებული, ტერორისტული აქტის მომზადება და ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა.
სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, სუს-მა ინფორმაცია 18 სექტემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, ოპოზიციის ნაწილი სერბული "კანვასისა" და "ოტპორის" დახმარებით, ოქტომბერ - დეკემბერში ძალადობრივი რევოლუციის ორგანიზებას გეგმავდა. განცხადებას მალევე ვიდეომტკიცებულებების გასაჯაროება და სერბი აქტივისტების გამოკითხვაც მოჰყვა.
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.