15 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" მოსახლეობას საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს აცნობს

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება", მოსახლეობას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში აცნობს. შეხვედრა სოფელ ჯიხაშკარში შედგა.

ფრაქციის ინიციატივებთან, შუამდგომლობებთან და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, მმართველი პარტიის წევრებმა მოსახლეობას მომავალი წლის გეგმები გააცნეს. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარებისთვის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსური რესურსის გათვალისწინება მოხდება.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" შეხვედრებს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გეგმავს.

დღის ამბები