20 აგვისტო 2026,   14:58
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომღერალ აჩიკო მეფარიძის პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით ექსპერტი და საქმის გამომძიებელი იკითხებიან. პროკურატურა მეფარიძეს ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარას ედავება.

სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება. სავარაუდო ძალადობის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძეზე მოხდა. აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი ოფიციალურად 2022 წლის 28 აპრილს წარედგინა. მას შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. წარდგენილი მუხლით მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები