15 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
კიევი აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას დაავალდებულებს

უკრაინულ ორგანიზაციებსა და პირებს დონორებისგან მიღებული თანხების შესახებ ინფორმაციის კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში ატვირთვას , ხალი კანონი დაავალდებულებს. ლობირების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას რადაში უახლოეს მომავალში გეგმავენ. სიახლე სოციალურ ქსელის საშუალებით უკრაინის მმართველი ძალის, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გაახმოვანა.

უკრაინის ინიციატივამ "ხალხის ძალას" მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გაახსენა. საპარლამენტო უმრავლესობაში დოკუმენტების მსგავსებაზე საუბრობენ. უკვირთ, რატომ აფასებდნენ უკრაინელი პოლიტიკოსები მათი ავტორობით მომზადებულ ამერიკული "ფარას" ანალოგს რეპრესიულად, როდესაც ახლა ლობირების შესახებ კანონის მიღება თავად უწევთ.

რადაში წარსადგენი კანონპროექტის შინაარსს ქართველი პოლიტიკოსები არ იცნობენ, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ თუ სიახლე არასამთავრობო სექტორს შეზღუდავს, მოსაწონი არც უკრაინის შემთხვევაში იქნება. ოპოზიციის ის ჯგუფი, ვინც საქართველოში "უცხოური გავლენების აგენტების" შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგი იყო, კიევის ინიციატივაში პრობლემას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ იქ კანონის მიღება სხვა რეალობიდან გამომდინარეა აუცილებელი.

"ქართული ოცნება" საზოგადოების შეურაცხყოფად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ის, რაც დაუშვებელია საქართველოსთვის, მისაღები იყოს უკრაინის შემთხვევაში.

როდის დაიწყებს უკრაინის რადა ლობირების შესახებ კანონზე მსჯელობას, ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა კანონის აუცილებლობაზე განაცხადი უკვე გაკეთებულია.

დღის ამბები