15 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ვეტო-ს დადება ლოგიკური იყო, მსგავსი ცვლილებები ძალიან მძიმე დარტყმაა დემოკრატიისთვის - მიხეილ დაუშვილი მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე

პრეზიდენტის მეოთხე ვეტო, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაძლევს - დეპუტატები პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, ის კენჭისყრაზე გავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ლოგიკური ნაბიჯი იყო.

"ვეტო, რომელიც დაადო, ლოგიკური იყო, ასეთი ტიპის ცვლილებები ძალიან მძიმე დარტყმაა დემოკრატიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო არ არის, მაინც აკეთებენ რაღაცებს და ძალიან კარგად იციან, რომ ამ ტიპის კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია,"- აცხადებს დაუშვილი. 

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" შეშინებულია.

"თითქოს, სადღაც რაღაც გადატრიალება იგეგმება. ეს არის სისულელე. "ქართული ოცნება" შეშინებულია და სწორია ისინი უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან!," - აცხადებს ხაზარაძე. 

დღის ამბები