სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მიზანია, ხელისუფლებასთან მაქსიმალურ კონფრონტაციაში იყოს, ამიტომ, ეს იყო ძირითადად ვეტოს მიზანიც და მიზეზიც. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვნახავთ, რამდენად არგუმენტირებული იქნება მისი ვეტო, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული რამდენიმე ვეტოს სამართლებრივი არგუმენტაცია ძალიან სუსტი იყო და ვეტოს ვერანაირად სამართლებრივ საფუძველს ვერ აძლევდა.
„ეს პირდაპირ მისი პოლიტიკური პოზიციის გამოხატულება იყო და არა სამართლებრივი დასაბუთება. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ველოდებით, რომ გავეცნოთ ვეტოს სამართლებრივ დასაბუთებას, იმიტომ, რომ როდესაც შემოჰქონდათ ეს შესწორება, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მხედველობაში იყო მიღებული ის სტანდარტი, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის დადგენილი, მათ შორის - სასამართლო გადაწყვეტილებებით, როდესაც ჩნდება ხოლმე ობიექტური რისკი იმისა, რომ უსაფრთხოების დიდი საფრთხე შეექმნას ამა თუ იმ თავყრილობას თუ მიტინგს, ამ შემთხვევაში, სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნებია გასათვალისწინებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შესწორებები სრულად იყო შესაბამისობაში მაღალ ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.