15 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
„ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება - ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს შეიძლება, დავარქვათ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით“ - ირაკლი ქარსელაძე

ყველა ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან, ელჩის გამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰერჩინსკის განცხადება „მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია“.

"მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა, მისი ძლიერი ბიძგი იქნება მომდევნო კვირას - ყველა ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება. ამ გზას [რიკოთის მაგისტრალური გზა] და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ ამ სტატუსით - საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით - შეიძლება დავარქვათ", - განაცხადა ქარსელაძემ.

დღის ამბები