15 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
„მხარს ვუჭერთ საქართველოს სატრანსპორტო განვითარებას, ჩვენი თანამშრომლობის ეს ეტაპი ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან აახლოებს“ - ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

რიკოთის გზის გახსნას ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩეი ჩურა დაესწრო.

მისი თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს აახლოებს.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით, და მოწმე ვარ, ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მე შევარქვი სახელი - საქართველოს ევროპული მაგისტრალი-რეალობაა, რომელიც უკვე დასრულებისკენ მიდის.

ეს ძალიან სერიოზული ტრანსევროპული ქსელის შუა დერეფნის ძირითადი ნაწილია, რომელიც ევროპის გლობალური კარიბჭის ფორუმისა და აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ გაიხსნება. გილოცავთ. ევროპულმა ბანკმა დაამტკიცა პირველი სესხი 2011 წელს, რომელსაც მხარი უნდა დაეჭირა აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისთვის. ჩვენმა ვალდებულებებმა, რომლებიც სრულიად გარანტირებულია ევროკავშირის მიერ, 1 მილიარდ ევროს მიაღწია და შევსებული იყო 42 მილიონი ევროპული გრანტებით. ბოლო გრანტს ხელი მოეწერა ბოლო გლობალური ფორუმის დროს ბრიუსელში. უბისა შორაპანის-სექცია გახლავთ ერთ-ერთი, რომელსაც აფინანსებს ბანკი, ისევე, როგორც იყო გრიგოლეთი-ქობულეთი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი და ა.შ. ის ფინანსდება იაიპი გლობალის მიერ, ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების ჭრილში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სატრანსპორტო განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სახელით, მინდა, მივესალმო ამ ეტაპს ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, სატრანსპორტო სექტორში, რომელიც აახლოებს ევროკავშირსა და საქართველოს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის საყრდენს. მას წვლილი შეაქვს ლოკალურ მობილობასა და  ეკონომიკურ ზრდაში. მინდა, მაღალი შეფასება მივცე ჩვენი გუნდის თანამშრომლობას სამინისტროსთან და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოს კეთილდღეობისთვის”, - აცხადებს მაჩეი ჩურა.

დღის ამბები