კონტრადმირალი, ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზაში მცხოვრები მოქალაქეები ჰუმანიტარულ ტვირთს მალე მიიღებენ.
"ღაზაში ჩვენ საბრძოლო მოქმედებების ახალ ფაზებს ვავითარებთ. გასულ ღამეს, თავდაცვის ძალები ღაზას ჩრდილოეთით შევიდნენ და საველე ოპერაცია გააფართოვეს. ამ ოპერაციაში ჩართულნი არიან ქვეითები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო ინჟინერია და საარტილერიო ძალები. ეროვნულმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებმა, დამატებით, შეძლეს „ჰამასის“ ტერორისტების მეთაურების ლიკვიდაცია. მათ შორის არის საჰაერო ძალების მეთაური, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო 7 ოქტომბრის ტერაქტის დაგეგმვაში. გარდა ამისა, ლიკვიდირებულია ღაზას საზღვაო ძალების მეთაური და სხვა მეთაურები. ჩვენ გავაგრძელებთ შიფას საავადმყოფოს მიწისქვეშა შტაბის გამოაშკარავებას, ისევე როგორც გუშინ გამოვავლინეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მეტი დეტალების გამოვლენას ჰამასის შესახებ, რომელიც ფარად იყენებს ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ასპექტს, ღაზაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამხრეთში გადავიდნენ, ჩვენ ვაფართოებთ ჰუმანიტარულ ძალისხმევას. ნებას დავრთავთ, რომ შევიდეს მეტი სატვირთო. ისინი, ვინც არიან სამხრეთით, უსაფრთხო ტერიტორიაზე, მიიღებენ საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს. სამხედრო დანაყოფები რჩებიან ველზე და აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს," - აცხადებს ჰაგარი.