18 ოქტომბერი 2024,   09:22
ვრცლად
"მომიყვანა აქ და მამათხოვრებს, ყველას თანდასწრებით მლანძღავს, როგორ უნდა ვიყო მონობაში" - ტრეფიკინგის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კრიმინალურმა პოლიციამ, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. დაკავებულმა, ასევე, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა და მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა. თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებული გ.ნ. ყვება, რომ ბრალდებული მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამათხოვრებდა და სხვების თანდასწრებით უშვერი სიტყვებით ლანძღავდა.

"მომიყვანა მე აქ და მამათხოვრებს, ყველას თანდასწრებით მლანძღავს. როგორ უნდა ვიყო, ფულს ვაგროვებ, როგორ უნდა ვიყო მონობაში."

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები