06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
"სახელმწიფო სახელმწიფოში," რომელსაც უფრო ძლიერი არმია ჰყავს ვიდრე ლიბანს - რა გავლენა აქვს "ჰეზბოლას" პოლიტიკურ ვექტორზე და რით იწყება მისი ისტორია

7 ოქტომბერს, ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმიდან მალევე, ჩრდილოეთის ფრონტზე "ჰეზბოლა" გააქტიურდა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით "ჰამასზე" ბევრად ძლიერია.

ახლა მთელი ყურადღება სწორედ "ჰეზბოლასკენაა" მიმართული. ამ ორგანიზაციის შემდგომი ქმედებები გადაწყვეტს, ეს კონფლიქტი დიდ ომში გადაიზრდება თუ ლოკალური მასშტაბით შემოიფარგლება.

"ჰეზბოლას" ხშირად უწოდებენ სახელმწიფოს სახელმწიფოში, იმიტომ, რომ მას გაცილებით უფრო ძლიერი არმია ჰყავს, ვიდრე თავად ლიბანს.

2001 წლის 11 სექტემბრამდე "ალქაიდას ტერაქტამდე, "ჰეზბოლა" პასუხისმგებელი იყო იმაზე მეტი ამერიკელის მკვლელობაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტერორისტული ორგანიზაცია.

"ჰეზბოლას" ჰასან ნასრალა ლიდერობს და ცნობილია, რომ სამხედრო საქმიანობის პარალელურად ორგანიზაცია აქტიურია ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ნასრალა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, როგორც ლიბანში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ, "ჰეზბოლას" ხელმძღვანელს ხშირად აქვს კომუნიკაცია "ჰამასისა" და ისლამური ჯიჰადის ლიდერებთან და ამას მხარდამჭერი გზავნილების გარდა, შეხვედრებიც ადასტურებს.

25 ოქტომბერს ბეირუთში ნასრალამ "ჰამასის" ხელმძღვანელის მოადგილეს და ისლამური ჯიჰადის მეთაურს უმასპინძლა. ლიდერებმა პალესტინელების წინააღმდეგობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

სწორედ საჰან ნასრულას პასუხის მოლოდინშია ახლა ყველა, ვინაიდან ისრაელში ომის დაწყების დღიდან გაჩნდა კითხვა, ჩაერთვება თუ არა საომარ მოქმედებებში "ჰამასთან" ერთად "ჰეზბოლაც."

პარალელურად, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თუ "ჰეზბოლა" ომში ჩართვას გადაწყვეტს, ის განადგურდება ისეთი ძალით, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები