ფლორიდაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 2 და დაშავებულია 18 ადამიანი. მედიის ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
სროლა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე 50 პოლიციელი იმყოფებოდა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.