15 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
"ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელია, ამიტომ, ეს შეიძლება, ძალიან დიდი პრობლემა იყოს" - ანა წითლიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე

პარლამენტის ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია-ს” წევრმა, ანა წითლიძემ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხი შეაფასა.

წითლიძის განმარტებით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რეგულირდება ის, რაც მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით არის დარეგულირებული, თუმცა, საქართველოში, მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელი არ არის, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ტერორიზმის ენა რეგულირდება, ყველა ნორმალურ ქვეყანაში რეგულირდება უხამსობა და ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რეგულირდება ის, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებით არის დარეგულირებული. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, და არასწორია ელჩის მოშველიება ამ შემთხვევაში, რადგან უხამსობის განმარტება, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, სხვანაირად განიმარტა და მეორე, ჩვენ არ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, მმართველ გუნდსა და ევროკავშირს შორის არსებული კომუნიკაცია, საჯარო უნდა იყოს.

"ევროპიდან პირდაპირი დირექტივაც რომ იყოს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მაშინაც უნდა ვთქვათ უარი. ზოგადად, ევროპა ვერასდროს ვერ იქნება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურა. რომელიმე დიპლომატს, რომ შეეშალოს და ასეთი დირექტივა გამოაგზავნოს, ჩვენ იმის შნო უნდა გვქონდეს, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ. განცხადებას რაც ეხება, მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს იმ განმარტებასთან, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებისგან მივიღეთ. ერთი მხრივ, თქვეს, რომ რაღაც კარგი პროცესი იყო, მერე თვეს, რომ რაღაცას არ ეთანხმებოდნენ... თან, ვიცით, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია არსებობდა და მგონი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, რომ ეს იყოს საჯარო კომუნიკაცია", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დღის ამბები