15 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
NGO-ების ნაწილის თქმით, ხელისუფლება მოსამართლეებისა და ფარცხალაძის სანქცირებაზე არ რეაგირებს - რას პასუხობენ მმართველ გუნდში

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე არ რეაგირებს. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სანქცირებული პირების ინტერესებს იცავს.

არასამთავრობოების განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამენ "ქართულ ოცნებაში“.

"როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ადამიანებისგან რამეს უნდა ველოდეთ? ან სერიოზულ კომენტარს იმსახურებენ? - მაგალითად, გიგაური. ის არის კარგი "მრჩეველი" სალომე ზურაბიშვილისთვის და ეს ადამიანები როგორი მრჩევლებიც არიან, კი ვხედავთ, კინაღამ "კისერი მოატეხინეს". მისის რჩევები მოსაზრებები რა საინტერესო უნდა იყოს?" - აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები