15 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
„ევროპელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი ევრორეკომენდაციებს ესადაგება, მაგრამ ოპოზიციამ ყველაფერი ისე უნდა მონათლოს და მოქარგოს, როგორც მის დესტრუქციულ ინტერესებს ესადაგება“ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონთან მიმართებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ აღნიშნული კანონი ევრორეკომენდაციებს მიესადაგება.

"მაუწყებლობის შესახებ კანონთან მიმართებით, ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს კანონი მიესადაგება და გამომდინარეობს ევრორეკომენდაციებიდან. ახლა, ოპოზიციამ ყველაფერი ისე უნდა მონათლოს და ისე მოქარგოს, როგორც მის დესტრუქციულ ინტერესებს ესადაგება. მაგრამ, რეალობა და ფაქტი არის ის, რომ ცვლილებები, რომელთაც ჩვენ ვიღებთ კანონში, არის ევროპული მიდგომა და სწორედ იმიტომ შედის ცვლილებები საქართველოში, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროკავშირში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები