პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ევროდირექტივაში რომ არ ყოფილიყო, ევროკავშირის ელჩი მადლობას არ გადაიხდიდა.
მისი განმარტებით, აღნიშნული კანონთან დაკავშირებით, ევროკავშირთან და მის წარმომადგენლობასთან კონსულტაციები გაგრძელდება და იგივე მოხდება სხვა დანარჩენ კანონპროექტებთან დაკავშირებითაც.
"რადიკალური ოპოზიცია რომ არ მეცადინეობს, ეს უკვე ფაქტია, მაგრამ ყოველთვის უნდა ვამხილოთ - რეკომენდაციების კითხვაც ეზარებათ და - კომენტარების კითხვაც. ევროდირექტივაში ეს რომ არ ყოფილიყო, ან რაიმე ხარვეზით განხორციელებულიყო, ევროკავშირის ელჩი მადლობას გადაიხდიდა? რაც შეეხება სამომავლო კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ეს მარტო მაუწყებლის კანონზე კი არა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები ევროკავშირთან და მის წარმომადგენლობასთან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.