15 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
„იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა - ის მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა. ამიტომ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში, კითხვაზე "არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით" პასუხისას გააკეთა.

"ქართველმა ხალხმა, 2020 წელს, მხარი დაუჭირა "ქართული ოცნებას", რომელიც იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც თავის საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა მიზანი, 2024 წლისთვის გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. მაშინ, როდესაც სხვა პარტიებს საქილიკო ჰქონდათ, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონოდა ევროპული პერსპექტივა ასე ადრე. სწორედ ჩვენი საარჩევნო დანაპირები იყო ამ განაცხადის გაკეთება. ეს განაცხადი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წინაც წავალ და კანდიდატის სტატუსიც გვექნება წელს.

ვფიქრობ, რომ ეს იყო კიდევ ერთი აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი, გარდა იმისა, რომ ფორმალურად არღვევდა კონსტიტუციას, ის შინაარსობრივადაც ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია 78-ე მუხლის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა CBS-ის კითხვას: "არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში გაწევრიანებით" ასე უპასუხა: "ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“.

დღის ამბები