პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი, ისე შემოაპარეს კონტეინერით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ ქვეყანა აერიათ და „დესტაბილიზაცია მოეხდინათ“.
"დივერსიაზე, ვინ ვინ და, მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს. ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში. ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი და, მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი, შემოაპარეს კონტეინერით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.