15 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
"ეს ვიზიტები ატარებდა პოლიტიკური პაემნის ხასიათს, ხდებოდა ბოროტად გამოყენება პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის" - შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების შესახებ

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტები, სინამდვილეში, პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პატიმრის პირობების გასაცნობად არსებობს და არა მასთან პოლიტიკური პაემნების გასამართად.

"ამის შესაძლებლობა ვის აქვს, ამას არეგულირებს კანონმდებლობა. სამწუხაროდ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ხდებოდა ბოროტად გამოყენება პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის იმისთვის, რომ ეს ვიზიტები, სინამდვილეში, ატარებდა პაემნის ხასიათს, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური პაემნის ხასიათს და რა თქმა უნდა, ამისთვის არ არის ეს გათვალისწინებული. რაც შეეხება პოლიტიკურ მოღვაწეობას - მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს უფლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და ხელმძღვანელი მით უმეტეს. რადგან თქვენ ამას ადასტურებთ, გამოდის, რომ ის არის არაფორმალური მმართველი თქვენი პოლიტიკური ძალის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ეს განცხადება სპიკერმა ოპოზიციონერი დეპუტატების, იაგო ხვიჩიას და თინა ბოკუჩავას საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც შალვა პაპუაშვილისგან პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მოითხოვეს.

დღის ამბები