15 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ ევროპაში გასაშვები - ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს კომენტირებისას.

"როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთი გზავნილებით ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ გასაშვები ევროპაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები