15 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
გვაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება სალომე ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ - ირაკლი კობახიძე

თუ პრეზიდენტი განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება ზურაბიშვილის, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება.

"რაც შეეხება მის შესაძლო პოლიტიკურ გააქტიურებას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება მისი, ლომჯარიას და გახარიას ერთობლივი პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ესეც მათი საქმეა, საბოლოო ჯამში ამ პარტიასაც არ აქვს არავითარი წარმატების შანსი. რა თქმა უნდა, ისინი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები