ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და "ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები ქალ დეპუტატებზე დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.
"ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც დღეს მან იკადრა, კაცობა არ ჰქვია. სწორედ ეს არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ როდესაც არ აქვს პასუხი პუტინთან მთავრობის წევრისა და ვიცე-პრემიერის სადილზე, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივ ბაზირებაზე სამხედრო ფლოტის სახით, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების მიმართ. ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წევრმა, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა სხდომათა დარბაზი მიაყენა. ირაკლი ბერაიამ, სიტყვით გამოსვლისას, კოლეგა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერს შეადარა და განაცხადა, რომ ზახაროვას მსგავსად, თეონა აქუბარდიაც დეზინფორმაციის წყაროა.