მსგავსი სიტყვები, რაც ირაკლი ბერაიამ იკადრა, არსად მომისმენია - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა:
"არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმას, რაც დღეს ჩვენმა კაცმა დეპუტატებმა ქალი დეპუტატების - ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას მიმართ იკადრეს. ეს იყვნენ ირაკლი ბერაია და ალუდა ღუდუშაური. მსგავსი სიტყვები, რაც ბერაიამ იკადრა, არ მომისმენია არსად.
მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, განსაკუთრებით ქალებს. რაც პარლამენტში მოხდა, ამით საქართველოს მოქალაქეებს და, მათ შორის, ახალგაზრდა ქალებს ვეუბნებით, რომ თურმე, ასე შეიძლება გავილანძღოთ და ჩვენზე იძალადონ ვერბალურად პარლამენტში, ეს არის კატასტროფა. ველი თქვენგან გამოხმაურებასაც," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნების" წევრმა, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა სხდომათა დარბაზი მიაყენა.
მომხდარის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.