15 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
„ჩვენი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან, გარკვეული ფრაზები არ იყო მოსაწონი, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი - ყველას მოეთხოვება ეთიკის დაცვა“ - მამუკა მდინარაძე

არ იყო მოსაწონი გარლვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

"ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან [ოპოზიციიდან] სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, მაგრამ ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც ეთიკის რაღაც ნორმები ირღვევა და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე. ეს უნდა ვაღიაროთ კიდეც. მგონია, ჩვენი თანაგუნდელები, ეს ემოციური ფონი რომ ცოტა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ [აღიარებენ ეთიკის ნორმების დარღვევას], ამაში დარწმუნებული ვარ.

ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ მიიღებენ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებს, პირიქით, ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა", - აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. 

დღის ამბები